Showing posts with label ქართლის გამგებლები. Show all posts
Showing posts with label ქართლის გამგებლები. Show all posts

Sunday, July 13, 2014

ქართლის გამგებლები: ერეკლე პირველი - თეიმურაზის შვილიშვილი (ირანული წყაროების მიხედვით ალყრე მირზა, რომელსაც შერქმეული ჰქონდა ნაზარალი ხანი) (1688-1703 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთიერთობა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:
ერეკლე პირველი - თეიმურაზის შვილიშვილი (ირანული წყაროების მიხედვით ალყრე მირზა, რომელსაც შერქმეული ჰქონდა ნაზარალი ხანი) (1688-1703 წწ.) ჯერ კიდევ პაპის (თეიმურაზის) სიცოცხლეში გაიგზავნა რუსეთში განათლების მისაღებად. რუსეთში ყოფნის დროს 1661 წელს თეიმურაზსა და აბას II-ს შორის დადბული შეთანხმებების საფუძველზე ერეკლე უნდა დაენიშნათ მეფედ კახეთში, მაგრამ რუსეთიდან დაბრუნებისას მან უარი თქვა აბას II-ის ბრძანების შესრულებაზე. კახეთის მეფედ აბას II-მ შაჰნავაზის შვილი არჩილი დანიშნა (16, გვ. 303-304), შემდეგში კი (1688 წ.) აბას II-ის მემკვიდრე სულეიმანმა იგი განაწესა მეფედ ქართლში, სადაც მეფობდა უკანასკნელი სეფიანი შაჰის სულთან ჰუსეინის (1694 – 1722 წწ.) გამგებლობის პირველ წლებშიც.

ერეკლემ გამოიყენა რუსეთში მიღებული განათლება და ქართლში ზოგიერთი ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა (მან ცვლილებები მოახდინა საქალაქო მმართველობაში, საქალაქო რეწვის განვითარებაში და სხვა). თავისი ძალაუფლების გაფართოების მიზნით ის იბრძოდა ქართლ-კახეთის ტახტის გასაერთიანებლად და ამისათვის გარეგნულად მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ირანთან.
1703 წელს სულთან ჰუსეინმა საქართველოში დანიშნა მეფეთა „ჯანეშნები“ (მოადგილეები): ვახტანგ ლევანის ძე (გიორგის ბიძაშვილი) ქართლში, ხოლო დავით ერეკლეს ძე (იმამ-ყული ხანი) კახეთში. ამ დროს ქართველი მეფეები ირანში ცხოვრობდნენ და მაღალი თანამდებობები ეკავათ.


1709 წელს ირანში ავღანთა შემოსევების წინ სულთან ჰუსეინმა ქართლის მეფე გიორგი XIყანდაჰარის გუბერნატორად განაწესა, მაგრამ იგი მალე დაიღპა ავღანებთან ბრძოლაში, რომელსაც მირვეისი მეთაურობდა. 1711 წელს შაჰმა ლევანის შვილი ქაიხოსრო ხანი (გიორგის ბიძაშვილი) გაგზავნა მირვეისის წინააღმდეგ. ქაიხოსრო ხანმა ალყა შემოარტყა ყანდაჰარს, სადაც ერთი წელი დარჩა, მაგრამ 1712 წელს, ავღანთა ახალი ლაშქრობის დროს ისიც დაიღუპა (14, გვ. 292 და 294).

ქართლის გამგებლები: გიორგი შაჰნავაზის ძე (1677-1688 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

გიორგი შაჰნავაზის ძე (1677-1688 წწ.) ქართლში მეფობდა სეფიანთა შაჰ სულეიმანის მმართველობის (1666 – 1694 წწ.) დროს. ქართლში მეფობის 12 წლის მანძილზე იგი განუწყვეტლად იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ და ქედს არ იდრეკდა შაჰის წინაშე. 1688 წელს, როცა გიორგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას, სეფიანთა შაჰმა იგი ქართლში მეფობას ჩამოაშორა. გიორგი ერეკლე I-მა შეცვალა.


ქართლის გამგებლები: ვახტანგ V მუხრან-ბატონი (1658-1675 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ვახტანგ V მუხრან-ბატონი (ირანული წყაროების მიხედვით ნახოდა ბეგი, შაჰნავაზ ხანად წოდებული) (1658-1675 წწ.) „1658 წლიდან ქართლის ტახტი ბაგრატიონთა სამეფო სახლის ერთ-ერთი შტოს - მუხრან-ბატონების დინასტიის ხელში გადავიდა“ (2, გვ. 310).

საქართველოში მმართველად დანიშვნამდე შაჰნავაზი აბას II-თან ახლო მდგომ მოღვაწეთა რიცხვში შედიოდა და მისი ნდობით სარგებლობდა. აბას II-ის მითითებით მას გადაეცა როსტომ ხანის მთელი ქონება, ვახტანგმა ცოლად შეირთო როსტომის ქვრივი (16, გვ. 247). შაჰნავაზის საშინაო პოლიტიკა მიმართული იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის გაერთიანებისაკენ. ამ მიზნით ის იბრძოდა ქართლთან აღოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქართული სამეფოების შემოსაერთებლად. საგარეო პოლიტიკის დარგში იგი იღებდა ორიენტაციას ირანზე, რომლის დახმარებითაც ცდილობდა თავისი გეგმების განხორციელებას და მოწინააღმდეგეთა განადგურებას.

აბას II შაჰნავაზს იყენებდა საქართველოში ოპოზიციური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, შაჰმა 1659 წელს ქართლში გამოგზავნა სპეციალური მისია საფი ყული ხან სათანჯლუს მეთაურობით. 1661 წელს მან აბას II-ის ბრძანებით ზაალ ერისთავი მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილები შაჰის კარზე გაგზავნა, ზაალის უფროსი შვილი ქერმანში გარდაიცვალა (16, გვ. 304).

შაჰნავაზმა დასავლეთ საქართველოზეც გაილაშქრა (1660 და 1661 წწ.). ებრძოდა იმ დროს იმერეთს სამეფოს სათავეში მოქცეულ ვამიყს და ეს მხარეც დაიპყრო, მაგრამ დაპყრობილი მიწების შენარჩუნება ვერ შეძლო ოსმალეთს სულთნის საქმეში ჩარევის გამო. 1662 წელს აბას II-მ წერილობითი პროტესტი მიიღო ერევანში სულთანის ნაცვალ ნაჯაფყული ხანისაგან დასავლეთ საქართველოში გალაშქრების გამო. აბას II შიშობდა, რომ ამ ამბავს ოსმალეთის ჯარების შეტევა მოყვებოდა და ბრძანა, რომ თრქებისათვის გადაეცა მათ მიერ მოთხოვნილი რაიონები (16, გვ. 324).

შაჰნავაზი ქართლში მეფობდა აბას II-ის სიკვდილის შემდეგაც (მისი მემკვიდრის - შაჰ სულეიმანის მმართველობის პირველ წლებში), გარდაიცვალა 1675 წელს. იგი მისმა შვილმა გიორგი XI-მ შეცვალა.


ქართლის გამგებლები: როსტომ (ირანული წყაროების მიხედვით ხოსრო) დავითს ძე - ბაგრატის ძმა (1632 – 1658 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

როსტომ (ირანული წყაროების მიხედვით ხოსრო) დავითს ძე - ბაგრატის ძმა (1632 – 1658 წწ.) ხანგრძლივად ცხოვრობდა ირანში, აღზარდა შაჰ აბას I-თან და მიიღო მუსლიმანური სჯული. ხოსრო ეკუთვნოდა იმ ქართველ დიდებულთა რიგებს, რომლებმაც ყველაზე მაღალ თანამდებობას მიაღწიეს ირანში. იყო სეფიანთა სატახტო ქალაქ ისფაჰანის ქალაქის თავი (დარუღა) (17. გვ. 378). 1625 წელს ის მეთაურობდა ბაღდადში სამშენებლო სამუშაოთა საწარმოებლად. შაჰ აბასის გარდაცვალების დროს (1629 წ.), იგი როგორც ისფაჰანის დარუღა ქალაქში მომხდარი ამბების ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა. ამავე დროს იგი ცდილობდა შაჰის ტახტზე დაესვა უფლისწული საამ მირზა, რომელსაც შემდგომში შაჰ სეფი ეწოდა (II, გვ. 1057 და 1078).

1632 წელს ქართლ-კახეთის ტახტიდან თეიმურაზის ჩამოგდების შემდეგ, შაჰ სეფიმ ხოსრო დანიშნა ქართლის მეფედ და შეარქვა მას როსტომ ხანი (ძველი ლეგენდარული ირანელი გოლიათს სახელი ფირდოუსის „შაჰნამედან“ - მ. ფ.) (14, გვ. 284).

XVII საუკუნის შუახანებიდან (როსტომ ხანისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში) საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა ვითარდებოდა ორმხრივი პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე (2, გვ. 305).

ქართველ მეფეთა მისწრაფება ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარებისაკენ დადასტურებულია იმდროინდელი ირანელი და დასავლეთევროპელი ავტორების მიერ. მაგალითად, შაჰ აბას II-ის მემკვიდრის - სულეიმანის გამგებლობის პერიოდში ირანში მყოფი ფრანგი მოგზაური ტავერნიე საქართველოს არ იხსენიებს ირანის ადმინისტრაციულ დანაყოფების შემადგენლობაში, როცა აბას II-ის გამგებლობის დასაწყისს (XVII საუკუნის 40-იანი წლები) ეხება. ტავერნიე ჩამოთვლის ირანის 18 პროვინციას, მათ შორის სომხეთსაც, მაგრამ ამ სიაში საქართველო არ შედის (16, შესავალი, გვ. „ტ“) დიდი ვეზირი ხაზს უსვამს, რომ როსტომ ხანი ცდილობდა დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა (16, გვ. 43).


როსტომ ხანი აბას II-ის დიდი ნდობით სარგებლობდა. ირანიდან წამოსვლისა და საქართველოში მისი მმართველობის პერიოდშიც კი შაჰი ყოველთვის ეთათბირებოდა მას სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტისა და მაღალი რანგის მოხელეების დანიშვნის დროს. მაგალითად, აბას II-ს არაერთხელ მიუმართავს მისთვის პროვინციის მმართველების, მათ შორის 1655 წელს ისფაჰანის პროვინციის მმართველის მადად ბეგის დანიშვნის დროს (16, გვ. 219). როსტომ ხანი ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა სეფიანთა შაჰებთან. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ შორის უთანხმოება არ მომხდარა (16, გვ. 14, 43, 286). იგი ებრძოდა თეიმურაზს, მისშვილს დავითს (1642 წ. 1648 წ. და ა. შ.) და სხვა ქართველ მოღვაწეებს. ამასთან ერთად, როსტომ ხანი სეფიანთა შაჰებთან ბრძოლასაც განაგრძობდა. 1642 წელს, იმისათვის რომ თავისი ძალაუფლება დაემყარებინა ქართლში და შეესუსტებინა შაჰის გავლენა საქართველოში, იგი საიდუმლოდ დაუკავშირდა ქართლის დიდ თავადებს - ზაალ და ნუგზარ ერისთავებს, იორამ ამილახვარს. ერისთავმა და ამილახვარმა შაჰის (აბას II) მოსაკლავად კაცი გაგზავნეს, მაგრამ გზაზე ყარაულებმა მათი განზრახვა შეიტყვეს. შაჰის მოსაკლავად გაგზავნილი კაცი გაიქცა (16, გვ. 43).

ქართლის გამგებლები: სიმონ II (ბაგრატის ძე)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

სიმონ II (ბაგრატის ძე) ბავშვობისას ერთხანს შაჰის კარზე იმყოფებოდა. 1619 წელს მამის სიკვდილის შემდეგ ქართლში გაემგზავრა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მასთან ერთად წამოვიდა გიორგი სააკაძეც, რომელიც შაჰის ბრძანებით დაინიშნა სიმონის ვექილად (მეურვე-რწმუნებულად). 1623 წელს დაქორწინდა შაჰის არსენალის გამგებელ ისა ხან ყორჩი ბაშის (შაჰ აბასის შვილიშვილი) ქალიშვილზე. 1625 წელს, გიორგი სააკაძისა და თეიმურაზის მეთაურობით ქართველი ხალხის აჯანყების დროს, იგი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და ყარაბაღის მმართველ მოჰამედ ყული ხანთან ერთად ყარაბაღში გაქცეულიყო. ამის შემდეგ თეიმურაზი თბილისში დაბრუნდა და ქვეყნის მართვას შეუდგა (11, გვ. 1061).


ქართლის გამგებლები: ბაგრატ დავითს ძე (ლუარსაბ I-ის შვილიშვილი)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ბაგრატ დავითის ძე (ლუარსაბ I-ის შვილიშვილი) ჯერ კიდევ ბავშვობისას გაგზავნა შაჰის კარზე მამამისმა. 1616 წელს შაჰ აბასმა იგი ქართლის მეფედ დანიშნა, სადაც ბაგრატი იმავე წელს გაემგზავრა. შემდეგში ბაგრატმა ურთერთობა შეინარჩუნა შაჰ აბასთან და მისი მითთებით არაერთხელ გაილაშქრა თეიმურაზის წინაღმდეგ. 1617 წელს საქართველოზე თავისი ახალი ლაშქრობის დროს, შაჰი მასთან იმყოფებოდა თბილისში და უხვადაც დაასაჩუქრა იგი.

1619 წელს ბაგრატი თბილისში გარდაიცვალა. შაჰ აბასის ბრძანებით ის შეცვალა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა სიმონმა, რომელიც გიორგი სააკაძის მეურვეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო (11, გვ. 947).


Saturday, July 12, 2014

ქართლის გამგებლები: ლუარსაბ გიორგის ძე

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ლუარსაბ გიორგის ძემ (შემდეგ ლუარსაბ მეორედ წოდებული) 1606 წელს თავისი გარდაცვლილი მამის ადგილი დაიკავა, ხოლო 1609 წელს შაჰ აბასმა ოფიციალურად დაამტკიცა ქართლის მეფედ. მალე მას ბრძოლა მოუხდა თათართა ბრბოების წინააღმდეგ და მრავალი მოთარეშე გაუწყვიტა მათ, რომლებიც განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს საქართველოს. გამარჯვებულმა ლუარსაბმა დაატყვევა თათართა მეთაურები ჯილა ფაშა და ფარჰად ფაშა, რომლებიც მჭდროდ იყვნენ დაკავშირებული ოსმალეთს სულთანთან. თათართა ბანდების განადგურების შემდეგ მათი მეთაურები ლუარსაბმა შაჰ აბას I-ს გაუგზავნა (11, გვ. 786).

1610 წელს შაჰ აბას I-ის მიწვევით ლუარსაბი თავის დედასთან ერთად შაჰის კარზე გაემგზავრა. ისფაჰანის გზაზე მათ პატივისცემით ეგებებოდნენ ადგილობრივი მმართველები (აზერბაიჯანის ვალი და სხვა). შაჰმა პირადად მიიღო დედა-შვილი და დიდი პატივი სცა. ისინი შაჰთან ექვსი თვე დარჩნენ, და ამ ხნის მანძლზე ყოველთვის თან ახლდნენ ხოლმე შაჰს ნადირობისა და დასვენების დროს. ლუარსაბი და დედამისი სამშობლოში დაბრუნდნენ მას შემდეგ როცა შეიტყვეს დიდვეზირ მურად ფაშას მეთაურობით ოსმალეთის ჯარის აზერბაიჯანზე თავდასხმისა და საქართველოსაკენ დაძვრის ამბავი.

1612 წელს ლუარსაბმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. მან გაანადგურა ყაზაყლარის ტომი, რომელიც (ისევე როგორც თათრები) სისტემატურად ესხმოდა თავს ქართლის რაიონებს, ძარცვავდა ქვეყანას, ასრულებდა ოსმალეთის სულთნის მითითებებს, ატყვევებდა და ჟლეტდა მშვიდობიან მოსახლეობას. ეს ის ყაზაყლარის ტომია, რომლის მეთაურმა ნაზარ სულთანმა დაატყვევა და ოსმალთა ჯარებს გადასცა ქართლის მეფე სიმონი (II, გვ. 856).

ლუარსაბი დაუღალავად ებრძოდა ყიზილბაშებსაც, მან 1613 წელს კახეთის მეფე თეიმურაზთან ერთად შექმნა საერთო ფრონტი შაჰ აბასის წინააღმდეგ, რომელიც კვლავ აპირებდა საქართველოზე თავდასხმას, მაგრამ ვინაიდან შესაძლებლობა არ ქონდათ ყიზილბაშთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ ებრძოლათ, ისინი იძლებულნი იყვნენ უკან დაეხიათ და იმერეთის მეფე გიორგისთან წასულიყვნენ. 1614 წელს შაჰმა შეძლო დაეტყვევებინა ლუარსაბ II, რომელიც იმერეთს მეფესთან (გიორგისთან) იყო თავშეფარებული, ირანში წაიყვანა იგი (2, გვ. 296) და აუკრძალა ქართლში დაბრუნება.


1616 წელს შაჰ აბასის საქართველოზე ლაშქრობის წინ ის ასთარაბადში გაიგზავნა, სადაც უნდა დარჩენილიყო შაჰის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე (11, გვ. 897). 1622 წელს ლუარსაბი შაჰის ბრძანებით მოკლეს.

ქართლის გამგებლები: დავით ლუარსაბის ძე (სიმონის ძმა)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

დავით ლუარსაბის ძე (სიმონის ძმა) შაჰ თამაზ I-ის საქართველოში საშქრობების დროს (XVI საუკუნის 0-იანი წლები) მამის პოლიტიკურ ხაზს ჩამოშორდა და მისი საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. 1555 წელს იგი გაემგზავრა სეფიანთა დედაქალაქ ყაზვინში, სადაც დიდი პატივით მიიღეს. მალე დავითმა მუსლიმანობა მიიღო, გახარებულმა შაჰ თამაზმა მას თავისი შვილი უწოდა (11, გვ. 9) და თბილისის მმართველად დანიშნა. აქ იგი 1579 წლამდე დარჩა. ამ დროის მანძილზე დავითმა რამდენჯერმე (1558, 1560 წწ.) ომი გაუმართა თავის ძმას - სიმონს, ბოლოს 1568 წელს ყიზილბაშთა ჯარის დახმარებით დაამარცხა იგი. დატყვევებული სიმონი შაჰ თამაზმა ალამუთის ციხეში გაგზავნა.


1579 წელს დავითმა თბილისი დატოვა და გორში გაიქცა, ვინაიდან ოსმალთა ჯარების (ლალა ფაშას მეთაურობით) წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. 1581 წელს ირანიდან სიმონის დაბრუნების შემდეგ დავითი გარდაიცვალა (11, გვ. 272).

ქართლის გამგებლები: გიორგი სიმონის ძე

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:


გიორგი სიმონის ძემ თავისი მამა შესცვალა 1597 წელს. 1602 წელს შაჰ აბას I-მა ირანში მიიწვია, დიდი პატივით მიიღო და დაამტკიცა ქართლის მეფედ. შემდეგ სასწრაფოდ გაგზავნა თბილისში, რადგან ქართლზე ოსმალთა ჯარების თავდასხმას ელოდებოდა. გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1606 წელს, როცა შაჰ აბასი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა. იგი ლუარსაბ I-ის შვილმა შესცვალა.

Friday, July 11, 2014

ქართლის გამგებლები: სიმონ I (ლუარსაბ I-ის ძე)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

სიმონ I (ლუარსაბ I-ის ძე) ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში მონაწილეობდა ყიზილბაშების წინააღმდეგ ომში. 1560 წელს თავის მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად, ის გორიდან გაეშურა ყიზილბაშებისაგან თბილისის გასათავისუფლებლად. მის დასახმარებლად მოვიდა კახეთის მეფის ლევანის შვილი გიორგი, მაგრამ ყიზილბაშთა მრავალრიცხოვან ლაშქართან ომში მარცხი განიცადა და ამ ბრძოლაში დაიღუპა. სიმონმა თავისი მეომრები მთებში განალაგა. შაჰ თამამა თბილისის უფროსად სიმონის ძმა დავით დანიშნა. სიმონმა არ სცნო შაჰის ბრძანება. იგი სახალხო აჯანყებას ედგა სათავეში და ბრძოლას განაგრძობდა. მან სასტიკად დაამარცხა თავისი ძმა დავითი. ყიზილბაშმა მეომრებმა დავით მიატოვეს და ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ.

შაჰ თამაზმა სიმონის წინააღმდეგ ყიზილბაშთა ახალი ჯარი გაგზავნა ჩერქეზეთის სულთნის მეთაურობით. რიცხობრივი უპირატესობის მქონე შაჰის ურდოებმა შეძლეს აჯანყებულთა დამარცხება. სიმონი ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი მიიყვანეს ქალაქ ყავინში, რომელიც 1598 წლამდე სეფიანთა სახელმწიფოს სატახტო ქალაქი იყო. შაჰ თამაზი ცდილობდა სიმონისათვის მუსლიმანური სარწმუნოება მიეღებინებინა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. გაბრაზებულმა შაჰმა იგი ალამუთის ციხეში ჩაამწყვდია, სადაც შაჰ თამაზის სიცოცხლის დასასრულამდე (1576 წ.) დარჩა. სიმონი ალამუთის ციხიდან გამოვიდა შაჰ თამაზის მემკვიდრის - ისმაილ II-ის დროს, რომელმაც იგი ქართლის მეფედ დანიშნა. სიმონი მონაწილეობდა ისმაილ II-ის შაჰად დასმის ცერემონიალში, სადაც დამსრეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი ეკავა.

ისმაილ II-ის მემკვიდრის მოჰამედ ხოდაბანდეს გამგებლობის პირველ წლებში (1580), ოსმალების ჯარმა დაამარცხა ყიზილბაშთა რაზმები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. ოსმალთა მხედართმთავარმა ლალა ფაშამ სიმონ I თავისთან მიიწვია. სიმონმა უარი უთხრა მიწვევაზე და სეფიანთა შაჰს დაუკავშირდა. ამასთან ერთად, მან არაერთხელ შეუტია ოსმალთა რაზმებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

1581 წელს მოჰამედ ხოდაბანდემ შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და სიმონს სთხოვა, მიეთხოვებინა მისთვის თავისი ქალიშვილი. სიმონმა უარი უთხრა ამ თხოვნაზე. მაშინ მოჰამედ ხოდაბანდემ სიმონის უარი საბაბად გამოიყენა და საქართველოს დაესხა თავს (11, გვ. 270). სიმონს ძალა არ ეყო წინააღმდეგობა გაეწია ყიზილბაშთა 20 ათასიანი არმიისათვის, იძულებული გახდა შაჰის მოთხოვნა შეესრულებინა და თავისი ქალიშვილი შაჰის სასახლეში გაეგზავნა. ამას გარდა, შაჰის წარმომადგენელ მირზა სალმანის მოთხოვნით მან შაჰის სასახლეში გაგზავნა თავისი მცირეწლოვანი შვილი ლუარსაბი (შემდეგში ლუარსაბ მეორედ წოდებული) და ვალდებულება იკისრა ხარკი გადაეხადა.

შაჰ აბას I-ის გამგებლობის პირველ წლებში (1588), ოსმალეთის ჯარებმა ყიზილბაშები დაამარცხეს და საქართველოს აღმოსავლეთი რაიონები დაიკავეს. ოსმალთა მეთაურმა ფაჰად ფაშამ სიმონს მასთან თანამშრომლობა მოსთხოვა. სიმონი იძულებული იყო დათანხმებოდა ფაჰრად ფაშასთან თანამშრომლობას, რომელმაც იმ დროს ყიზილბაშები დაამარცხა (11, გვ. 406).

1597 წელს სიმონი კლავ ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ოსმალებმა დაამარცხეს იგი, დაატყვევეს და სტამბოლში გაგზავნეს. ქართლის მეფე სიმონის შვილი გიორგი გახდა.


Wednesday, July 9, 2014

ქართლის გამგებლები: ლუარსაბ I დავითის ძე (1530 – 1556 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

ქართლის გამგებლები:

ლუარსაბ I დავითის ძე (1530 – 1556 წწ.) ქართველ მეფეთაგან ერთ პირველთაგანი იყო, რომელმაც შაჰ თამაზ I-ის შემოსევა განიცადა და იძულებული გახდა ურთერთობა დაემყარებინა სეფიანთა სახელმწიფოსთან. საშინაო პოლიტიკის დარგში იგი განაგრძობდა მამის ხაზს, რაც ქვეყნის გაერთიანებისაკენ იყო მიმართულიმ ხოლო მისი საგარეო პოლიტიკა ემყარებოდა ბრძოლას ოსმალო და ყიზილბაში დამპყრობლების წინააღმდეგ, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითერებისათვის.

ირანელი ავტორების მოწმობით, ლუარსაბი იმ ქართველ მეფეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც სიმამაცითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდნენ. მას ბევრი ღირსეული მომხრე ემსახურებოდა დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი იყო მტკიცე, ქედუხრელი, არ ასრულებდა შაჰის ბრძანებას ხარაჯის (გადასახადების) და ხარჯის გადახდის შესახებ. „მიუხედავად შაჰ თამაზის საქართველოზე მრავალგზის ლაშქრობისა, მან ვერ შეძლო გაეტეხა ლუარსაბის წინააღმდეგობა და მოეკლა იგი“ (11, გვ. 88).

მიუხედავად იმისა, რომ ლუარსაბ I გააფთრებით იბრძოდა ყიზილბაშთა მხედრიონის წინააღმდეგ, მან მაინც ვერ შეძლო ქართლის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. შაჰ თამაზ I-ის საქართველოზე რამდენიმე ლაშქრობისას ბერვი მისი მომხრე მტერს შეაკვდა. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა ოსმალეთის ჯარების საქართველოზე პერიოდული შემოტევებისა და ყიზილბაშებთან მათ მეტოქეობის შედეგად. ყველაფერ ამას ხელს უწყობდა აგრეთვე ზოგიერთი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის სისუსტეც, მათ შორის, თბილისის მოურავის გულბათისა, რომელმაც თბილისი წინააღმდეგობის გაუწევლად ჩააბარა ყიზილბაშებს.

1555 წელს, ამასიის საზავო ხელშეკრულების პირობით, რაც სეფიანთა შაჰ თამაზ I-სა და ოსმალეთის სულთან სულეიმანს შორის დაიდო, აღოსავლეთ საქართველო (მესხეთი, ქართლი და კახეთი) სეფიანთა სამფლობელოებში იქნა შეყვანილი. ლუარსაბი, რომელიც საქართველოს დაყოფის შესახებ ხელშეკრულებას არ დაემორჩილა, ბრძოლას განაგრძობდა ყიზილბაშთა ურდოების წინააღმდეგ. შაჰ თამაზმა ახალი ლაშქარი შემოუსია ქართლის მაშინდელ სატახტო ქალაქ გორს და უამრავი ხალხი გაჟლიტა. ქართლის ქალაქებიდან და სოფლებიდან 30 ათასზე მეტი კაცი წაიყვანეს ტყვედ, დიდგვაროვანთა გოგო-ბიჭები შაჰის სასახლეში გაგზავნეს.

საქართველოზე ყიზილბაშთა ურდოების გამანადგურებელმა ლაშქრობებმა ქართლის მოსახლეობა დამპყრობელთა წინააღმდეგ ააჯანყა. აჯანყებულები ლუარსაბ I-ის მეთაურობით ყიზილბაშების მიერ დაკავებულ რაიონებში შევიდნენ (1556 წ.). ლუარსაბის წინააღმდეგ შაჰმა გაგზავნა ყიზილბაშთა ახალი რაზმები ყარაბაღის მმართველის შაჰვერდის მეთაურობით, რომელიც ყაჯართა ტომს ეკუთვნოდა. იგი ცოტა ხნით ადრე სეფიანთა შაჰმა სასაზღვრო რაიონის დამცველი რაზმის მეთაურად დანიშნა. მაგრამ შაჰვერდი დამარცხდა, ბრძოლის ველზე მრავალი მოკლული და დაჭრილი ყიზილბაში დატოვა და გაიქცა. მამაცმა ქართველმა მეომრებმა, რომლებიც ყიზილბაშებს გამოედევნენ, დიდი ზიანი მიაყენეს მათ (11, გვ. 84-88).


მიუხედავად ლუარსაბის თავდადებული ბრძოლისა, მას არ მოუხერხდა საბოლოოდ გაეთავისუფლებინა სამშობლო, იგი მოულოდნელად დაიღპა ყიზილბაშებთან ბრძოლის დროს 1556 წელს (ლუარსაბის ცხენმა წაიბორძიკა, მეფეს რამდენიმე ყიზილბაში მიესია და მოკლა). ლუარსაბ I ტახტზე მისმა შვილმა სიმონმა შესცვალა.