Showing posts with label რეფინანსირების განაკვეთი. Show all posts
Showing posts with label რეფინანსირების განაკვეთი. Show all posts

Tuesday, February 24, 2015

საქართველოს ეროვნული ბანკი - ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსები

ვალუტის კურსები: 24.02.2015 (Exchange Rates)
საქართველოს ეროვნული ბანკი. National Bank of Georgia

AED10 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი5.98190.0544
AMD1000 სომხური დრამი4.60800.0448
AUD1 ავსტრალიური დოლარი1.71130.0053
AZN1 აზერბაიჯანული მანათი2.12900.6447
BGN1 ბულგარული ლევი1.27000.0074
BRL1 ბრაზილიური რიალი0.76590.0063
BYR10000 ბელარუსული რუბლი1.48450.0085
CAD1 კანადური დოლარი1.74540.0048
CHF1 შვეიცარიული ფრანკი2.31050.0198
CNY10 ჩინური იუანი3.51230.0318
CZK10 ჩეხური კრონა0.90430.0053
DKK10 დანიური კრონი3.33020.0159
EGP10 ეგვიპტური გირვანქა2.88030.0069
EUR1 ევრო2.48320.0144
GBP1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი3.37010.0237
HKD10 ჰონკონგური დოლარი2.83260.0259
HUF100 უნგრული ფორინტი0.81330.0037
ILS10 ისრაელის შეკელი5.67800.0381
INR100 ინდური რუპია3.52990.0302
IRR10000 ირანული რიალი0.79900.0072
ISK100 ისლანდიური კრონი1.65870.0105
JPY100 იაპონური იენი1.84440.0104
KGS100 ყირგიზული სომი3.59120.0327
KRW1000 სამხრეთ კორეული ვონი1.98200.0224
KWD1 ქუვეითური დინარი7.42510.0651
KZT100 ყაზახური ტენგე1.18720.0110
MDL10 მოლდოვური ლეი1.37320.0782
NOK10 ნორვეგიული კრონი2.88340.0159
NZD1 ახალზელანდიური დოლარი1.64890.0080
PLN10 პოლონური ზლოტი5.94860.0392
QAR10 კატარული რიალი6.03470.0558
RON10 რუმინული ლეი5.58120.0294
RSD100 სერბიული დინარი2.06770.0173
RUB100 რუსული რუბლი3.43260.0703
SEK10 შვედური კრონი2.59790.0117
SGD1 სინგაპურული დოლარი1.61230.0105
TJS10 ტაჯიკური სომონი4.05560.0413
TMT10 თურქმენული მანათი6.27740.0571
TRY1 თურქული ლირა0.88500.0022
UAH10 უკრაინული გრივნა0.73240.0521
USD1 აშშ დოლარი2.19710.0200
UZS1000 უზბეკური სუმი0.89300.0059
ZAR10 სამხრეთაფრიკული რანდი1.87310.0013

Tuesday, February 17, 2015

საქართველოს ეროვნული ბანკი - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

ძვირფასო მკითხველო,

თუ თქენ გაქვთ საბანკო სესხი ლარში, კარგად გადახედეთ ხელშეკრულების პირობებს. რადგან, თუ თქვენ სარგებლობთ ეროვნულ ბანკზე მიბმული საპროცენტო განაკვეთით აღნიშნული ცვლილება შესაძლოა აისახოს თქვეს საპროცენტო განაკვეთზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 4.5 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები. ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება.
დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 5%-იანი მიზნობრივი ნიშნულის დაბლა შენარჩუნდება 2015 წლის პირველ ნახევარში და მას წლის ბოლოს მიაღწევს. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4 პროცენტი შეადგინა. იანვარში ინფლაციის შემცირება დიდ წილად საწვავის გაიაფებას ასახავს, ხოლო საბაზო ინფლაცია 3.2%-მდე გაიზარდა. პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს.
საგარეო დისბალანსის დროს გაცვლითი კურსის ცვლილება არის ეკონომიკის ბუნებრივი რეაქცია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურ გამოხატულებაში არ გაუფასურებულა, თუმცა ლარი გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ. რადგან საქართველოში გვაქვს დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება ქმნის ინფლაციის დამატებით რისკებს ინფლაციის მოლოდინების ზრდისა და დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული გაზრდილი შუალედური ხარჯების შედეგად. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური რისკების შესამცირებლად.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 25 მარტს გაიმართება.