მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთიერთობა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
ქართლის
გამგებლები:
ერეკლე პირველი
- თეიმურაზის შვილიშვილი (ირანული წყაროების მიხედვით ალყრე მირზა, რომელსაც შერქმეული
ჰქონდა ნაზარალი ხანი) (1688-1703 წწ.) ჯერ კიდევ პაპის
(თეიმურაზის) სიცოცხლეში გაიგზავნა რუსეთში განათლების მისაღებად. რუსეთში ყოფნის დროს
1661 წელს თეიმურაზსა და აბას II-ს
შორის დადბული შეთანხმებების საფუძველზე ერეკლე უნდა დაენიშნათ მეფედ კახეთში, მაგრამ
რუსეთიდან დაბრუნებისას მან უარი თქვა აბას II-ის
ბრძანების შესრულებაზე. კახეთის მეფედ აბას II-მ
შაჰნავაზის შვილი არჩილი დანიშნა (16, გვ. 303-304), შემდეგში კი (1688 წ.) აბას II-ის მემკვიდრე
სულეიმანმა იგი განაწესა მეფედ ქართლში, სადაც მეფობდა უკანასკნელი სეფიანი შაჰის სულთან
ჰუსეინის (1694 – 1722 წწ.) გამგებლობის პირველ წლებშიც.
ერეკლემ გამოიყენა რუსეთში მიღებული განათლება და ქართლში ზოგიერთი ადმინისტრაციული
რეფორმა გაატარა (მან ცვლილებები მოახდინა საქალაქო მმართველობაში, საქალაქო რეწვის
განვითარებაში და სხვა). თავისი ძალაუფლების გაფართოების მიზნით ის იბრძოდა ქართლ-კახეთის
ტახტის გასაერთიანებლად და ამისათვის გარეგნულად მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა
ირანთან.
1703 წელს სულთან ჰუსეინმა საქართველოში დანიშნა მეფეთა „ჯანეშნები“ (მოადგილეები):
ვახტანგ ლევანის ძე (გიორგის ბიძაშვილი) ქართლში, ხოლო დავით ერეკლეს ძე (იმამ-ყული
ხანი) კახეთში. ამ დროს ქართველი მეფეები ირანში ცხოვრობდნენ და მაღალი თანამდებობები
ეკავათ.
1709 წელს ირანში ავღანთა შემოსევების წინ სულთან ჰუსეინმა ქართლის მეფე
გიორგი XIყანდაჰარის
გუბერნატორად განაწესა, მაგრამ იგი მალე დაიღპა ავღანებთან ბრძოლაში, რომელსაც მირვეისი
მეთაურობდა. 1711 წელს შაჰმა ლევანის შვილი ქაიხოსრო ხანი (გიორგის ბიძაშვილი) გაგზავნა
მირვეისის წინააღმდეგ. ქაიხოსრო ხანმა ალყა შემოარტყა ყანდაჰარს, სადაც ერთი წელი დარჩა,
მაგრამ 1712 წელს, ავღანთა ახალი ლაშქრობის დროს ისიც დაიღუპა (14, გვ. 292 და
294).
No comments:
Post a Comment