მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
ქართლის
გამგებლები:
დავით ლუარსაბის
ძე (სიმონის ძმა) შაჰ თამაზ I-ის
საქართველოში საშქრობების დროს (XVI
საუკუნის 0-იანი წლები) მამის პოლიტიკურ ხაზს ჩამოშორდა და მისი საწინააღმდეგო
პოზიცია დაიკავა. 1555 წელს იგი გაემგზავრა სეფიანთა დედაქალაქ ყაზვინში, სადაც დიდი
პატივით მიიღეს. მალე დავითმა მუსლიმანობა მიიღო, გახარებულმა შაჰ თამაზმა მას თავისი
შვილი უწოდა (11, გვ. 9) და თბილისის მმართველად დანიშნა. აქ იგი 1579 წლამდე დარჩა.
ამ დროის მანძილზე დავითმა რამდენჯერმე (1558, 1560 წწ.) ომი გაუმართა თავის ძმას
- სიმონს, ბოლოს 1568 წელს ყიზილბაშთა ჯარის დახმარებით დაამარცხა იგი. დატყვევებული
სიმონი შაჰ თამაზმა ალამუთის ციხეში გაგზავნა.
1579 წელს დავითმა თბილისი დატოვა და გორში გაიქცა, ვინაიდან ოსმალთა ჯარების
(ლალა ფაშას მეთაურობით) წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. 1581 წელს ირანიდან
სიმონის დაბრუნების შემდეგ დავითი გარდაიცვალა (11, გვ. 272).
No comments:
Post a Comment