მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
ქართლის
გამგებლები:
გიორგი სიმონის
ძემ თავისი მამა შესცვალა 1597 წელს. 1602 წელს შაჰ აბას
I-მა ირანში მიიწვია,
დიდი პატივით მიიღო და დაამტკიცა ქართლის მეფედ. შემდეგ სასწრაფოდ გაგზავნა თბილისში,
რადგან ქართლზე ოსმალთა ჯარების თავდასხმას ელოდებოდა. გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა
1606 წელს, როცა შაჰ აბასი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა. იგი ლუარსაბ I-ის შვილმა შესცვალა.
No comments:
Post a Comment