მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
კახეთის
გამგებლები:
ისა ხან ლევანის
ძე მამამისის კახეთში მეფობის დროს (შაჰ თამაზ I-ის საქართველოში
შემოსევების ხანაში) ტყვედ წაიყვანეს ყიზილბაშმა მარბიელებმა. შაჰ თამაზ I-მა იგი ალამუთის
ციხეში გამოამწყვდია (1576 წ.), მაგრამ მალე გამოუშვეს ციხიდან შაჰ თამაზ I-ის მემკვიდრის
- ისმაილ II-ის
(1576-1577 წწ.) დროს. ისა ხანი მონაწილეობდა შაჰის ხელდასმის რეჟიმში, ესწრებოდა სულთან
მოჰამედ ხოდაბანდეს (1578-1587 წწ.) ტახტზე ასვლის ცერემონიალს. ისა ხანი დაქორწინდა
შაჰის ძმის, უფლისწულ საამ მირზას ქალიშვილზე. მალე შაჰმა იგი შაქის მმართველად დანიშნა.
1579 წელს, ლალა ფაშას მეთაურობით ოსმალეთს ჯარების ლაშქრობისას, მან შაქი
დატოვა და თავისი ძმის (კახეთის მეფე ალექსანდრეს) თხოვნით წამოვიდა საქართველოში.
1580 წელს იგი კახეთში გარდაიცვალა (11, გვ. 271).
No comments:
Post a Comment