Monday, July 7, 2014

კახეთის გამგებლები: ალექსანდრე ლევანის ძე (1574 – 1605 წწ.)

მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი

ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე განხილულია XVI – XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების შესახებ.


III.      ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში

კახეთის გამგებლები:

ალექსანდრე ლევანის ძე (1574 – 1605 წწ.) რამდენიმე სეფიანთა შაჰის (შაჰ თამაზ I-ის, ისმაილ II-ის, მოჰამად ხოდაბანდეს და აბას I-ის) თანამედროვე იყო.

ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად ალექსანდრემ მრავალი ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმა (სახელმწიფო აპარატისა და ჯარის გარდაქმნა) გაატარა. ხდილობდა აგრეთვე აემაღლებინა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და ჩაეტარებინა აღდგენითი სამუშაოები. მან რუსეთიდან მოიწვია სპეციალისტები სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად (2, გ. 279). თავისი გამგებლობის პირველ წლებში მან თრქეთთან კარგი ურთიერთბაც შეინარჩუნა. 1597 წელს ალექსანდრემ მხარი დაუჭირა თრქეთის ჯარს ყიზილბაშების წინააღმდეგ ომში, რომელსაც ლალა ფაშა მეთაურობდა. ამის გამო მას უთანხმოება მოუვიდა ქართლის მეფე სიმონთან, რომელიც სეფიანთა შაჰებთან იყო დაკავშრებული (11, გვ. 234).

1599 წელს, შაჰ აბას I-ის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ალექსანდრე იძულებული გახდა შეეცვალა თავისი პოზიცია და სეფიანთა შაჰებთან დაემყარებინა კავშირი. ამას გარდა, მას უნდა შეესრულებინა შაჰის წარმომადგენელ მირზა სულეიმანის მიერ წამოყენებული მძიმე პირობები - თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა სეფიანთა უფლისწულისათვის, შაჰის კარზე გაეგზავნა თავისი ვაჟიშვილი კონსტანტინე, გადაეხადა ხარაჯა (გადასახადები) და მიერთმია საჩუქრები. ალექსანდრე იძლებული გახდა ამ მოთხოვნათა შესრულებას შედგომოდა. მან შაჰის კარზე გაგზავნა თავისი შვილები და პირობა დადო, რომ მირზა სულეიმანისათვის 5 ათასი თუმანი გადაეცა. აქედან სამი ათასი შაჰისათვის უნდა მიერთმიათ, ათასი შაჰის მემკვიდრისათვის, ათასი კი თვითონ მირზა სულეიმანისათვის იყო განკუთვნილი. ფულის საშოვნელად ალექსანდრემ თავისი ვეზირი იაკობი ქალაქ განჯაში გაგზავნა (11, გვ. 278).

სამშობლოს ინტერესების დაცვის მიზნით ალექსანდრე ორმხრივ პოლიტიკას ატარებდა. იგი ინარჩნებდა კავშირს სეფიანთა შაჰებთან და ამავე დროს არც ოსმალეთის იმპერიასთან წყვეტდა ურთერთობას. 1587 წელს აბას I-ის შაჰად დასმის დროს მან ირანის შაჰის კარზე თავისი წარმომადგენელი გაგზავნა, რათა მომხდარი ამბების საქმის კურსში ყოფილიყო. 1589 წელს ის დაუკავშირდა ოსმალეთის არმიას და გადასცა ტყვედ ჩავარდნილი ყარადაღუს მმართველი მოჰამედ ხან ზიად ოღლი ყაჯარი, რომელიც სტამბოლის ციხეში დაამწყვდიეს.

ალექსანდრე პერიოდულად (საჭროების მიხედვით) ინარჩუნებდა შაჰ აბასთან ურთიერთობას, აგზავნიდა მასთან ელჩებს. შაჰის კარზე გაგზავნა მან თავისი შვილი იასეც.

1602 წელს შაჰ აბასმა გადაწყვიტა ალექსანდრე თავისთან მიეწვია და ამ მიზნით მისი შვილი კონსტანტინე გაგზავნა საქართველოში. შაჰმა იგი დიდი პატივისცემით და მეგობრულად მიიღო. ერევნის მახლობლად მდებარე სამხედრო ბანაკში, სადაც ყიზილბაშების არმია ქალაქზე დასაცემად ემზადებოდა, ალექსანდრეს შესახვედრად გამოვიდნენ მხედართმთავრები და ყიზილბაშთა დიდკაცობა. შაჰი მას გადაეხვია და მიუჩინა ყველაზე მეტად საპატიო ადგილი თავის დაახლოებულ პირთა შორის. ამასთან, მას სპასალარისა და ხანის უმაღლესი ტიტულები უბოძა (11, გვ. 670). ერთი წლის შემდეგ (1603 წ.) ალექსანდრე კახეთში დაბრუნდა. შაჰის ბრძანებით იგი გამოაცილა სამხედრო მოხელეებისა და მხედართმთავრების ჯგუფმა, მათ შორის მისმა შვილმა კონსტანტინემ, რომელიც შაჰმა შირვანის მმართველად და ჯარების უფროსად დანიშნა. ირანიდან დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე დიდხანს აღარ დარჩენილა ხელისუფლების სათავეში.

შაჰის კარზე ხანგრძლივი ყოფნა და იქ აღზრდა, და მაჰმადიანური რწმენის მიღება გახდა შაჰის პოლიტიკისადმი კონსტანტინეს მორჩილების მიზეზი. იგი აპირებდა შაჰის მითითების შესრულებას შირვანის დაპყრობის შესახებ, სადაც ის თან წყვეტდა ურთიერთობას. 1587 წელს აბას I-ის შაჰად დასჭირა შვილის მოსაზრებას და უარი განაცხადა შირვანში წასვლაზე. ამან მისცა საბაბი კონსტანტინეს ხელში ჩაეგდო კახეთის სამეფო. ყიზილბაში და თურქმენი რაზმების თანხლებით კონსტანტინე კახეთში გაემართა და 1605 წელს მან მოკლა თავისი მამა და ძმა გიორგი, რომელიც მამის ხაზს ატარებდა (11, გვ. 679), ამით მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება კახეთში.

No comments:

Post a Comment