მორთეზა მეჰდი ფათემი
სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების
ქართველ მოღვაწეთა შესახებ
გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“
თბილისი - 1982
რეცენზირები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დ. კაციტაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გ. ჭიპაშვილი
ნაშრომის ავტორი მ. ფათემი ეროვნებით ირანელია, ცხოვრობს
და მუშაობს საქართველოში. მას ეკუთვნის გამოკვლევები ირანის ეკონომიკისა და ისტორიის
საკითხებზე. მანვე თარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას
და ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებები.
წინამდებარე ნაშრომში სპარსული მასალების საფუძველზე
განხილულია XVI
– XVII საუკუნეების საქართველოსა და ირანის ისტორიული ურთიერთობების
საკითხები, წარმოდგენილია ცნობები როგორც ირანში, ასევე საქართველოში მოღვაწე ქართველების
შესახებ.
III.
ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთერთბა ირანთან XVI – XVII საუკუნეებში
ქართლის
გამგებლები:
სიმონ II (ბაგრატის ძე)
ბავშვობისას ერთხანს შაჰის კარზე იმყოფებოდა. 1619 წელს მამის სიკვდილის შემდეგ ქართლში
გაემგზავრა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მასთან ერთად წამოვიდა გიორგი სააკაძეც,
რომელიც შაჰის ბრძანებით დაინიშნა სიმონის ვექილად (მეურვე-რწმუნებულად). 1623 წელს
დაქორწინდა შაჰის არსენალის გამგებელ ისა ხან ყორჩი ბაშის (შაჰ აბასის შვილიშვილი)
ქალიშვილზე. 1625 წელს, გიორგი სააკაძისა და თეიმურაზის მეთაურობით ქართველი ხალხის
აჯანყების დროს, იგი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და ყარაბაღის მმართველ მოჰამედ
ყული ხანთან ერთად ყარაბაღში გაქცეულიყო. ამის შემდეგ თეიმურაზი თბილისში დაბრუნდა
და ქვეყნის მართვას შეუდგა (11, გვ. 1061).
No comments:
Post a Comment